პრესრელიზი
8,თებერვალი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
+ (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
www.elitelectronics.ge
"სეზონური ფასდაკლება" ელიტ ელექტრონიქსში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 8 თებერვალი, 2011 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი" ახალ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკა ფასდაკლებითაა წარმოდგენილი. აქციაში ჩადებულია BOSCH-ის სარეცხი მანქანები, GORENJE-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, LG, NOKIA, SONY ERICSSON, BLACK BERRY, SAMSUNG-ის მობილური ტელეფონები. ასევე ფასდაკლებითაა წარმოდგენილი სამზარეულოს ტექნიკა და პირადი მოხმარების საგნები: მიკროტალღური ღუმელები, მიქსერი, ბლენდერი, სენდვიჩმეიკერი, ტოსტერი, უთო, ჩაიდანი, წვერსაპარსი, ეპილატორი და ა.შ
გარდა ამისა, ფასდაკლება ვრცელდება კომპიუტერულ ტექნიკაზეც, რომლის ფასიც 459 ლარიდან იწყება. ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ კომპიუტერში უკვე დაინსტალირებულია სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ტექნიკური ან პროგრამული პრობლების შემთხვევაში კომპანია მომხმარებლებს მხარდაჭერას დისტანციური მეთოდით გაუწევს.
კომპიუტერულ ტექნიკაზე ფასდაკლებასთან ერთად, "ელიტ ელექტრონისი" საზოგადოებას უპროცენტო განვადებასაც სთავაზობს. საპროცენტო განაკვეთს კი, რომელიც მომხმარებელს უნდა გადაეხადა კომპანია დაფარავს.
"სეზონური ფასდაკლების აქცია" "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში 27 თებერვლამდე გაგრძელდება.